კონფორმიზმი -

Views:
 
Category: Entertainment
     
 

Presentation Description

No description available.

Comments

Presentation Transcript

კონფორმულობა:

ლექტორი - ლადო გამსახურდია მიმართულება - ვეტერინარია-მეცხოველეობა კურსი - 3 ჯგუფი - 2 კონფორმულობა

კონფორმულობა:

სოციალური ქცევის ტიპი, რომელსაც ახასიათებს შემგუებლობა, მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და შესაბამისი წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების პასიური მიღება, საკუთარი პოზიციის უქონლობა, მეტ–ნაკლები წნეხის ძალის მქონე ნებისმიერი ნიმუშის თუ სტერეოტიპის უპრინციპო და უკრიტიკო მიღება. კონფორმულობაში გულისხმობენ: ინდივიდის განწყობებისა და ქცევების შესაბამისობას სოციალური ჯგუფის მოლოდინებსა და ნორმებთან. განწყობებისა და ქცევის შეცვლას სოციალური ჯგუფის მხრიდან წნეხის გამო. ინდივიდის მიერ უთანხმოებათა ცნობიერად თავის არიდების ტენდენციას ფაქტობრივი ან ფორმალური თანხმობის დასამკვიდრებლად. კონფორმულობა

კონფორმულობა:

სოციალური ფსიქოლოგები გამოყოფენ კონფორმულობის ორ ტიპს: ინტერიორიზაციას - როცა ხდება ჯგუფის აზრის მიღება და გაშინაგნება. დამორჩილებას - როცა ადამიანი გარეგნულად ეთანხმება, მაგრამ შინაგანად – არა. კონფორმიზმი ადაპტაციის ერთ–ერთი ძირითადი ტიპია და ვლინდება ვითარებაში, როცა ინდივიდისთვის მთლიანად მისაღებია კულტურული მიზნებიც და მათი მისაღწევი ინსტიტუციური წესებიც. შესაბამისად, კონფორმისტული ქცევა სტაბილური სოციალურ–კულტურული გარემოს მახასიათებელია. კონფორმულობა

კონფორმულობა:

სოციალური გავლენა - პროცესების ერთობლიობას, რომლის მეშვეობითაც სხვა ადამიანები ცვლიან ჩვენს აზრებს, გრძნობებსა და ქცევას. ასევე იგი მოიცავს იმ პროცესებს, რომლის დახმარებითაც ჩვენ ვცვლით სხვების აზრებს, გრძნობებსა და ქცევას. კონფორმულობა - ცვლილება შეხედულებებში, რწმენებსა და ქცევებში, როგორც ჩვენი აღქმის (პერცეფციის) შედეგი, იმის შესახებ, თუ რისი სწამთ სხვებს ან როგორ იქცევიან სხვები. სხვაგვარად, კონფორმულობა არის ცვლილება პიროვნების აზრებსა და ქცევაში, რომელიც სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მხრიდან რეალური ან წარმოსახვითი ზეწოლის შედეგადაა გამოწვეული . კონფორმულობა

ინფორმაციული კონფორმულობა:

ინფორმაციული კონფორმულობა არის ცვლილება შეხედულებებსა და ქცევაში, რომელიც თავს იჩენს მაშინ, როდესაც ჩვენ ვეთანხმებით იმ ხალხს, რომელთაც ჩვენი რწმენით აქვთ ზუსტი ინფორმაცია. როგორც წესია, ინფორმაციულ ი კონფორმულობის შედეგს პირადი მიმღებლობა წარმოადგენს: რეალური ცვლილება ცალკეული ადამიანების რწმენებში, მოსაზრებებში. მაგალითად, ჩვენი რწმენით, ზამთრის ქურთუკის ტარება იყო სწორი საქციელი, ხოლო გამოსაშვები საღამოსთვის ტანსაცმლის შერჩევა სწორი გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევებში, ჩვენ ვართ კონფორმულები, არა იმიტომ რომ გვინდა ვფლობდეთ მართებულ ცოდნას, არამედ იმიტომ, რომ ვიყოთ მიღებულნი იმ ჯგუფის მიერ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, როდესაც ვიწყებთ მოწევას ან ვყიდულობთ ფეხსაცმელს, რომლის შეძენაც არ შეგვიძლია, იმ მიზნით, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ. ჩვენ ვიქცევით ასე, არა იმიტომ რომ, მართებულად მიგვაჩნია, არამედ იმიტომ, რომ ვიყოთ მოწონებულები სხვების მიერ. ინფორმაციული კონფორმულობა

ნორმატიული კონფორმულობა:

ნორმატიული კონფორმულობა გვხვდება მაშინ, როდესაც ჩვენ გამოვხატავთ მოსაზრებებს ან ვასრულებთ ქცევას იმ გზებით, რომლებიც დაგვეხმარება ვიყოთ მიღებულნი ან რომელიც გვიცავს ვიყოთ გარიყულნი და უარყოფილნი სხვებისგან. ნორმატიული კონფორმულობა გვხვდება მაშინ, როდესაც ჩვენ გამოვხატავთ მოსაზრებებს ან ვასრულებთ ქცევას იმ გზებით, რომლებიც დაგვეხმარება ვიყოთ მიღებულნი ან რომელიც გვიცავს ვიყოთ გარიყულნი და უარყოფილნი სხვებისგან. კონფორმულობა შეიძლება გაჩნდეს ჩვენს საზოგადოებრივ ქცევაში, მაშინაც კი, როცა დამოუკიდებლად სულ სხვა რწმენა გაგვაჩნდეს მის შესახებ. ნორმატიული კონფორმულობა

ნორმატიული კონფორმულობა:

ჩვენ ვემორჩილებით სიჩქარის ლიმიტს ან ვატარებთ უნიფორმას სამსახურში, რომ ვიყოთ კონფორმულნი სოციალური ნორმებისა და მოთხოვნების მიმართ, მაშინაც კი, როცა საჭიროდ არ ვთვლით ასე მოვიქცეთ . ჩვენ შეიძლება მოვიხმაროთ ნარკოტიკები მეგობრებთან ერთად და არ გვინდოდეს, არ მივიჩნევდეთ, რომ ეს გზა სწორია, უბრალოდ ვიქცევით ასე იმიტომ, რომ ყველა მეგობარი აკეთებს ამას. თუმცა ქცევებმა, რომლებიც სრულდება საზოგადოებაში მიღებისთვის, შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ჩვენს რწმენებში, რათა ისინი შესაბამისობაში მოვიდეს ერთმანეთთან. ამის შედეგად საზოგადოებრივი აზრი ხდება საკუთარი აზრი. ნორმატიული კონფორმულობა

უმრავლესობის/უმცირესობის გავლება:

კონფორმულობა იჩენს თავს მაშინაც, როდესაც ჯგუფის წევრები ცვლიან შეხედულებებსა და ქცევებს, როგორც შედეგი მათი პერცეფციისა (აღქმისა) სხვების შესახებ, ამის მიხედვით განვასხვავებთ ზეგავლენის ორ ტიპს: უმრავლესობის გავლენა და უმცირესობის გავლენა. უმრავლესობის გავლენა გვხდება მაშინ, როდესაც შეხედულებები, წარმოდგენილი ადამიანების უმრავლესი რაოდენობის მიერ, სოციალურ ჯგუფში გაბატონებულია. ამის საწინააღმდეგოდ, უმცირესობის გავლენა გვხვდება მაშინ, როდესაც რწმენები, წარმოდგენილი უმცირესი რაოდენობის ადამიანების მიერ, სოციალურ ჯგუფში უპირატესობას ფლობს. არ არის გასაკვირი რომ, უმრავლესობის გავლენა არის უფრო გავრცელებული, ვიდრე უმცირესობისა. უმრავლესობის/უმცირესობის გავლება

მუზაფერ შერიფის კვლევა :

კონფორმულობის შესახებ მნიშვნელოვან კვლევას წარმოადგენს მუზაფერ შერიფის კვლევები, რომელშიც გამოყენებულია შემეცნებითი ფენომენი, ცნობილი, როგორც ავტოკინეტიკური ეფექტი. მისი მიზანი იყო შეესწავლა კონფორმულობის შედეგები ჯგუფის ნორმების შემუშავებისას. ავტოკინეტიკური ეფექტი გამოწვეულია ჩვენი თვალების უეცარი, მცირე მოძრაობებით, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ვხედავთ საგნებს და რომელიც საშუალებას გვაძლევს ვფოკუსირდეთ სტიმულზე გარემოში. შერიფმა აიღო ამ ეფექტის თვისება, რათა შეესწავლა ჯგუფის ნორმების განვითარება გაურკვეველ, ორაზროვან სიტუაციებში. მუზაფერ შერიფის კვლევა

შედეგი:

კვლევის შედეგების ანალიზმა გამოავლინა, რომ თუ პირველ დღეს მათი შეფასებები განსხვავებული იყო, მეოთხე დღეს ისინი ერთმანეთს ემთხვეოდა. კვლევაში მონაწილე პირებმა ჯგუფის წევრებად იგრძნეს თავი და დაექვემდებარნენ ჯგუფის ნორმებს. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იმავე ცდის პირები იგივე კვლევა ცალ-ცალკე ჩაუტარეს. აღმოჩნდა, რომ მათი შედეგები ისევ ემთხვეოდა ერთმანეთს. მათ შეინარჩუნეს ჯგუფის ნორმების ჩამოყალიბების ტენდენცია. შედეგი

სოლომონ აშის ექსპერიმენტი:

სოლომონ აშის ექსპერიმენტი

შედეგი:

კვლევის მიხედვით, 123 კაციდან 76% იძლეოდა სულ მცირე ერთ შეცდომით პასუხს, როდესაც მისი ჯერი იყო, ხოლოდ 37% ცდისპირებისა კონფორმული აღმოჩნდა. აგრეთვე კონფორმულობა არ იყო აბსოლუტური - კაცების 24% არასდროს იყო კონფორმული, მხოლოდ მათი 5% იყო მთლიანად თორმეტივე შემოწმებაზე კონფორმული. შედეგი

Slide13:

კონფორმიზმი უფრო მეტად განიხილება როგორც უმრავლესობის გავლენა უმცირესობის აზრებსა თუ ქმედებებზე. ხშირად ეს ნამდვილად ასეა, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც უმცირესობა ახორციელებს უმრავლესობაზე ზეგავლენას. რეალურად, მსოფლიოში ყველაზე დიდ ცვლილებებს მუდამ უმცირესობა ახდენდა. ამის მაგალითად შეგვიძლია ისეთი უდიდესი მეცნიერები მოვიყვანოთ როგორებიცა არიან : გალილეო გალილეი - მან მსოფლიოს ჰელიოცენტრული სისტემის მართებულობა დააჯერა . ზიგმუნდ ფროიდი - მისი ფსიქოლანალიზი ახალი სიტყვა იყო ფსიქოლოგიურ მეცნიერებებში . ლუი პასტერი - რომლის სახელი პროფილაქტიკური აცრების მეთოდის დახვეწას უკავშირდება .

მოსკოვიჩის ექსპერიმენტი:

მოსკოვიჩის ექსპერიმენტი

Slide15:

ბოლო ოც წელში ჩატარებული კვლევები ამ მიმართულებით , სადაც იკვლევდნენ უმცირესობის გავლენას უმრავლესობაზე, ეჭვქვეშ აყენებს უმრავლესობის ყოვლისშემძლეობას. მეცნიერები გვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახადოს უმცირესობამ თავისი ქცევა ეფექტური :   პირველ რიგში, უმცირესობის წარმომადგენლები თავიანთი პოზიციის სისწორეში მყარად უნდა იყვნენ დარწმუნებულნი . მიზნის მისაღწევად აუცილებელია პატიოსანი და ადექვატური ბრძოლის მეთოდების გამოყენება . საკუთარი პოზიციის დაჟინებით დაცვა . უმცირესობამ უნდა შეძლოს უმრავლესობის თვალსაზრისის უარყოფა . უმცირესობის ქცევის სტილი უნდა იყოს მყარი, თუმცა არა რიგიდული . უმცირესობა უფრო ეფექტური იქნება, თუ მას სხვა მრავალ საკითხშიუმრავლესობის მსგავსი შეხედულებები ექნება .

მილგარმის ახსნა:

პროფესორმა მილგრამმა შედეგები ორი თეორიით ახსნა: 1. პირველი თეორია სოლომონ ეშის სამუშაოს ეფუძნება და ჯგუფში ფუნდამენტალურ კავშირებს აღწერს. სუბიექტი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების არც უნარი და არც გამოცდლიება არ აქვს, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში, გადაწყვეტილების მიღებას ჯგუფს ანდობს. ჯგუფი ადამიანის ქცევის მოდელია . 2. მეორე - აგენტის მდგომარეობის თეორია. მორჩილების არსებობა წარმოიშობა ადამიანის შეხედულებისაგან, რომლის მიხედვითაც საკუთარი თავს სხვა ადამიანების სურვილების შესრულების ინსტრუმენტად განიხილავს და სწორედ ამიტომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ასე რომ, მილგრემმა განსაზღვრა ბოროტება, როგორც ადამიანების სურვილი, ბრმად დაემორჩილონ ავტორიტეტს, მივიდნენ 450 ვოლტამდე. ეს ადამიანური ბუნების სამართავია. თქვენ შეგიძლიათ თითქმის ყველა გახადოთ აბსოლუტურად მორჩილი, უმრავლესობა, უკანასკნელ ადამიანამდე. აღსანიშნავია სიტუაციის ძალა კონფორმულობის დროს მილგრამის ექსპერიმენტში. მილგარმის ახსნა

ძალაუფლების ტიპები:

ძალაუფლების თეორიის ავტორების (რავენისა და ფრენჩის) თეორიის თანახმად, გამოიყოფა ძალაუფლების 5 ტიპი: დაჯილდოების ძალაუფლება ; დასჯის ძალაუფლება ; კანონიერი ძალაუფლება ; რეფერენტული ძალაუფლება ; ექსპერტის ძალაუფლება ; ძალაუფლების ტიპები

დაჯილდოვების ძალაუფლება:

გვხვდება, როდესაც ერთ ადამიანს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სხვებზე პოზიტიური შედეგის მიღებით. მაგალითად, ბოსებს აქვთ დაჯილდოების ძალაუფლება მის მიერ დასაქმებულ ხალხზე, მათ შეუძლიათ, გაზარდონ ხელფასი ან გააუმჯობესონ სამუშაო პირობები, მასწავლებლებს შეუძლიათ დააჯილდოვონ მოსწავლეები მაღალი ნიშნებით. ჯილდოს ძალაუფლება შეუზღუდავია და შეიძლება გამოყენებულ იქნას უსასრულოდ, იგი მოიცავს შექების ვერბალურ ფრაზებს, სტატუსითა და პრესტიჟით დაჯილდოებას ასევე პირდაპირ ფინანსურ დახმარებას. დაჯილდოვების ძალაუფლება

დასჯის ძალაუფლება:

გვხვდება, როდესაც ძალაუფლება დაფუძნებულია ადამიანის უნარზე, შექმნას ნეგატიური შედეგი სხვებისთვის, მაგალითად ბულინგი, დაჯაბნა, დამონება, დასჯა. მაგალითად, უფროსებს აქვთ ძალაუფლება, რომ დასაჯონ დასაქმებულები ხელფასის შემცირებით, ჩამოქვეითებით, სამუშაო პირობების აუტანლობით, სამსახურიდან დათხოვნით. ასევე მეგობრებს შეუძლიათ დასჯის ძალაუფლება განახორციელონ ჩვენზე გაჯავრებით, დამცირებითა და გაძევებით. ასეთი სახის ძალაუფლება ეფექტურია მაშინ, როდესაც ადამიანი დამოკიდებულია პირზე, რომელიც ფლობს ძალაუფლებას. აგრეთვე ხალხი, რომელიც დასჯილია ზედმეტად უფრო მეტად გაიწევა იმ მხარეზე, სადაც შედეგი პოზიტიური იქნება, მეტი ჯილდო შეხვდება და უარყოფს პირვანდელ ავტორიტეტს. დასჯის ძალაუფლება

კანონიერი ძალაუფლება:

იგივე ლეგიტიმური ძალაუფლება არის ძალაუფლების ტიპი, რომელიც ექვემდებარება კანონს, არჩეულია და აღიარებული, როგორც ავტორიტეტი. მაგალითად, მასწავლებლები, პოლიტიკოსები, პოლიციელები, მოსამართლეები, მათი ძალაუფლების განხორციელება წარმატებით სრულდება, რადგან საზოგადოების წევრები იღებენ მათ, როგორც ადეკვატურსა და შესაბამისს. მაგალითად, ჩვენ ვეთანხმებით, რომ მთავრობებს შეუძლიათ აკონტროლოს გადასახადები და მოსამართლეებმა გამოიტანონ განაჩენი, რადგან მათ მივიჩნევთ, საზოგადოების მნიშვნელოვან, სანდრო წევრებად. კანონიერ ძალაუფლებას შეუძლია არა მარტო აკონტროლოს ცვლილებები სხვების ქცევაში, არამედ შექმნას ცვლილებები ჯგუფის სოციალურ ნორმებში . კანონიერი ძალაუფლება

რეფერენტული ძალაუფლება:

ხალხი რეფერენტული ძალაუფლებით ფლობენ შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ სხვებზე, რადგან მათ შეუძლიათ მოუწოდონ სხვებს, რომ ისინი იყვნენ იდენტიფიცირებულნი, როგორც ძალაუფლების მქონენი. ამ შემთხვევაში ადამიანი, რომლის ხელშიცაა ძალაუფლება შეიძლება იყოს ან წევრი მნიშვნელოვანი ჯგუფისა, ვიღაც, ვინც გაღმერთებულია, როგორც პიროვნება და მიღებული, ან იგი არის ქარიზმატული, დინამიკური, დამარწმუნებელი უნარების მქონე ლიდერი ან ადამიანი, რომელიც მიმზიდველია ან ცნობილი სახე. ზეგავლენამ, რომელსაც ახორციელებს რეფერენტული ძალაუფლების მქონე პირი, შეიძლება თავი იჩინოს პასიური მნიშვნელობით, რადგან ასეთი ადამიანი არ არის აუცილებელი, რომ ცდილობდეს სხვებზე ზეგავლენის მოხდენას, ან ადამიანების, რომლებიც ზეგავლენას განიცდიან ვერც ხვდებიან ამის შესახებ. რეფერენტული ძალაუფლება

ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა:

სოციალური ზეგავლენა ყველა შემთხვევაში არ იწვევს კონფორმულობას. როდესაც ჩვენ ვგრძნობთ, რომ გვაქვს არჩევანი ვიყოთ თუ არ ვიყოთ კონფორმულები, ჩვენ ერთ შემთხვევაში, შეგვიძლია ავირჩიოთ ვიყოთ მიღებულნი საზოგადოებაში ან ვფლობდეთ ზუსტ ინფორმაციას. მეორე შემთხვევაში, თუ ჩვენ ვამჩნევთ, რომ სხვები ცდილობენ ძალით გამოიწვიონ კონფორმულობა, ზეგავლენის წნეხის შედეგად კონფორმულობა კლებულობს. როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათი თავისუფლება იზღუდება და მათ აქვთ შესაძლებლობა წინააღმდეგობა გაუწიონ ზეწოლას, ისინი განიცდიან ფსიქოლოგიურ წინააღმდეგობას - ძლიერ, მოტივაციურ მდგომარეობას, რომელიც წინააღმდეგობას უწევს კონფორმულობას. ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა

ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის შედეგი :

ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის შედეგად, ხალხი აღარ არის კონფორმული და შეუძლია იქონიოს თავისი მოსაზრებები და განახორციელოს ქცევები დამრწმუნებლის საწინააღმდეგოდაც კი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით არსებობს, პანებეიკერისა და სანდერსის ექსპერიმენტი გრაფიტიზე, ჩატარებული ამერიკაში, განიხილებოდა ავტორიტეტის ეფექტი და ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა . ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის შედეგი

Slide24:

მადლობა ყურადღებისთვის ! პრეზენტაციაზე მუშაობდნენ : ია ფილიევა ინგა ხარბედია გოგა ქანაშვილი თაკო კევლიშვილი ვიკტორია კოვალსკაია

authorStream Live Help